Thursday, 30 October 2014

Goodbye Sun


ნავში სამნი იყვნენ, ერთი ნიჩბებს უსმევდა, ორნი ისხდნენ. ირგვლივ შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურა და ცაში ვარსკვლავები საინტერესო გარემოს ქმნიდნენ, თითქოს ცაც და წყალიც ერთი ფერის იყო.  ყმაწვილი, რომელსაც ჩრდილები და წყლის ანარეკლი ლურჯ შეფერილობას ანიჭებდნენ, მის გვერდით მჯდომ გოგონას ესტეთიკაზე ესაუბრებოდა. გოგო უბრალოდ იღიმოდა, აშკარად არაფერი არ ესმოდა, ყმაწვილი კი თავგამოდებით ცდილობდა ელაპრაკა სადღაც ტყეში, ხეებს შორის ჩაფლულ ქოხზე. გოგოს ამ სიტყვებიდან, მხოლოდ იმის გააზრეაბა შეეძლო რომ ისინი ერთად იცხოვრებდნენ.
.
ხიდზე ორი მოხუცი კაცი გადაიდოდა, მათი სხეულები იისფრად იყვნენ შეფერადებულები, ამ იისფერს ქუჩის განათება და რაღაც ღვთიური შუქი ქმნიდნენ, ორი მოხუცი კაცი ხიდის შუაგულში გაჩერდა , ერთმა ხიდიდან გადაიხედა.
        ‘’ გახსოვს ?’’ – კითხა ერთმა მეორეს. მეორემაც გადაიხედა ხიდიდან. ‘’მახსოვს’’ – უპასუხა ნაღვლიანად.
        – ‘’ ჩვენი სულები კი ისევ აქ არიან’’ – თქვა ისევ პირველმა და თავი დახარა.
        ‘’და სულ აქ იქნებიან..’’ დაასრულა მეორემ
შორს ხიდინ უამრავი ნავი მოჩანდა, მხოლოდ ერთ მიცურავდა ცალკე.
მოხუცები კი ხიდზე იდგნენ და რაღაცას ელოდნენ. ელოდნენ გამალებით.

.
  ის კაცი რომელიც ნიჩბებს უსმევდა, ნავის სათავეში იდგა, მან ნავი ისე შეაჩერა, რომ მიჯნურებმა ვერაფერი გაიგეს, ნავი ხიდის ქვეშ შეჩერდა, მაგრამ მენიჩბემ ოდნავ წინ გაიყვანა, ამ დროს ყმაწვილი აღელვებული საუბრობდა.
        ‘’როგორ ფიქრობ რა იქნება შემდგომ?’’ – უთხრა გოგოს
        ‘’იცი, შენ ერთადერთ არ ხარ..’’ – უთხრა გოგომ
        ‘’ვიცი, სამწუხაროა, რომ ვიცი .. მაგრამ არ ვიცი რა ვქნა. ‘’
        ‘’უნდა იჩქარო, მეტი არაფერი..’’ – უთხრა გოგომ და გაწითლდა.
ბიჭი ფეხზე წამოიჭრა.
        ‘’დღესვე ! არა , ხვალვე მე ამას გავაკეთებ’’ – თქვა და მისი ცისფრად შეფერადებული სხეული გოგოსთვის დამრტყმელი ძალა აღმოჩნდა.
        ‘’ხომ იცი რომ მიყვარარ’’
        ‘’ხომ იცი რომ მეც’’ – უთხრა ბიჭმა და მისი პატარა ხელი , თავის ხელში ჩაიდო.
.

        ‘’ სისულელეა პატივი სცე იმას, რის შესახებაც მხოლოდ ის იცი რომ პატივსაცემია, არა? ‘’ უთხრა ერთმა მოხუცმა მეორეს
        ‘’ და შენი აზრით ეხლა ან საერთოდ ამას აზრი აქვს?’’ – კითხა პირველმა
        ‘’მართალია არ აქვს’’ – თავი ჩაღუნა მეორემ
        ‘’აი უყურე ეხლა იქნება’’ – გაიღიმა პირველმა
        ‘’საზიზღარი მომენტია ძმაო, ჩემო ‘’ აიმრიზა მეორე და პირველს მხარზე ხელი დაკრა.
        ‘’არადა , მხოლოდ ამ მომენტის გამო ვარ აქ..’’ – უთხრა და პირველს საშინლად გააჟრჟოლა.
        ‘’ ღმერთო..’’ ჩალაპარაკა მეორემ და ზურგი მიაბრუნა, თუმცა იქაც იგივე ელოდა.

.

    ბიჭი და გოგო ნავის კიდეში იდგნენ  ხელჩაკიდებულები , ამ დროს რაღაც მარტივი მელოდია ჩესმოდათ და მათი სულები აფორიაქებულები ერთმანეთში ირეოდნენ. ბიჭი გოგოსკენ მიტრიალდა, ხელები გაუშვა და საკოცნელად გაიწია, მისი პატარა თავი თავის ხელებში ჩაძირა და ვნებიანად აკოცა.
   ამ დროს კი მათ უკან ზელებიან მაისურში ჩაცმული მენიჩბე, ნიჩბის ხელში ბოროტად უყურებდა წყვილს და ღმერთმა იცის აქ რა ამბავი დატრიალდებოდა,

.

     მოხუცები კი ისევ ხიდზე იდგნენ, ამ მომენტში უკვე პირველი მოხუცი შეტრიალდა , მეორე კი ისევ ხიდიდან იყურებოდა.
   ხიდის ბოლოში რაღაც განათდა და მოხუცი ქალი ხიდის შუაგულისკენ წამოვიდა, წლების, თუ საუკუნეები ნაშთი სახეზე ეტყობოდა, თუმცა ისიც ეტყობოდა რომ ერთ დროს ლამაზი , არა , ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო. ორი მოხუცი კაცისგან მოშორებით დადგა და ხიდიდან გადაიხედა.
    ის ოხრავდა.

.
    
    მენიჩბემ თავისი ნიჩაბი მოიქნია და ბიჭს თავში ჩაარტყა, ის უგონოდ ჩაიკეცა, გოგო კი გაკვირვებული შეტრიალდა, მან მენიჩბეს შეხედა, მისი შავი თვალები, ლამაზ გოგოს სიყვარულით უმზერდნენ, ბოროტი სიყვარულით.
        ‘’ ნუთუ შენ.. ეს შენ ხარ ? ‘’ – უთხრა გოგომ
        ‘’მე ვარ ,მე !!!’’ – დაიყვირა მენიჩბემ და გოგოს სახეში გაარტყა.
        ‘’შენ, მე მეგონა, რომ მოკვდი, მეგონა , რომ აქ არ იყავი’’ – მიმართა გოგომ ტირილით და ოხვრით, ის ბიჭის გვერდით ეგდო.
        ‘’ მკვდარს ვგავარ რამით? ‘’ – კითხა მენიჩბემ და ხელები გაშალა.

.
მოხუცი ქალი ხიდიდან უყურებდა ამ ყველაფერს, კაცები კი მისკენ არ იყურებოდნენ.
.

    ამ დროს ბიჭიც წამოდგა, მენიჩბემ ის ვერ დაინახა, ბიჭმა მხარზე ხელი დაადო, მენიჩბე შეტრიალდა, ბიჭმა კი სახეშ მთელი ძალით გაარტყა.
  გოგო წამოდგა და ბიჭს ჩაეხუტა, ნავი გადაიხარა, მენიჩბემ კი ჯიბიდან იარაღი ამოიტანა და დაუფიქრებლად ისროლა.
           ტყვია გოგოს მოხვდა, ის წყალში მძიმედ ჩავარდა, ორივეს თვალში ეს მომენტი შენებულად ჩანდა.
         ‘’არაა’’ დაიყვირა ორივემ ერთდროულად, ბიჭი მენიჩბის ნიჩაბს დაწვდა, ნიჩაბი მას პირდაპირ თავში გაუქანა, მენიჩბე ჩაიკეცა, ბიჭი კი გამალებით ურტყამდა ნიჩაბს, ამ დროს მენიჩბეც ისროდა, ბიჭს ტყვიები ხვდებოდა, მაგრამ არ დანებებულა, გაშმაგებული ნიჩაბს არ აჩერებდა, ნიჩაბი მალე სისხლისფრად შეიღება.
       სანამ ისინი შეამჩნევდნენ , რომ გოგონა სულაც არ იყო მკვდარი, მენიჩბის თავი ობერინივით გასკდა და სისხლმა იფეთქა. მრისხანება კი გოგონასაც ღუპავდა. გოგონამ ძლივსძლივობით ნავთან მიცურა, და ბიჭს შეხედა, რომელიც ასეთი უმოწყალო იყო. თუმცა ორივეს ბოლო ნათელი იყო.
    ‘’ ღმერთო დაგწყევლოთ.. ორივე..’’ – თქვა გოგონამ ბოლო სიტყვები და ჩაიძირა.
    ბიჭმა კი მოიხედა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ის სისხლისგან იცლებოდა, მენიჩბის გვერდით დაეცა და ტირილი დაიწყო, ეს ბოლო ტირილი იყო.
.
        ‘’მე ის მიყვარდა’’– უთხრა ერთმა მოხუცმა მეორეს
        ‘’ჰო, ჰო მეც მიყვარდა’’ – უპასუხა მეორემ და ქალს შეხედა
მათი სულები სულ აქ იქნებიან ამ ხიდზე, , იქამდე სანამ ეს მრისხანება იარსებობს.

უსასრულოდ.


No comments:

Post a Comment